გახუმებული ფიქრების ზედაპირზე
სევდიანი ამინდია.. გარეთ წვიმს.. ფანჯარასთან შემოვმჯდარვარ და ჩემს აუტანელ ცხოვრებაზე ვფიქრობ.. სევდიან წარსულზე..წვიმის სუნი, სინესტე, წვიმის ხმა, მარტოობა.. მბურძგლავს.. ღმერთის წინაშე ჩადენილ ცოდვებს ვიხსენებ და ვნანობ, რომ საერთოდ დავიბადე.. ამდენი წელი ყველას ზურგზე ტვირთად ვეწექი და.. რად გამაჩინა მშობელმა დედამ? უნდოდა ყოლოდა ჭკვიანი, კეთილი და სუფთა სულის მქონე შვილი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად, უკუღმა გამოვიდა.. ყველამ ზურგი მაქცია და..და აი ვზივარ ახლა მარტოდ მარტო სინესტესთან, სიმყრალესთან, წვიმასთან და სევდასთან.. ჩვენ, ხუთივეს რაღაც გვაკავშირებს.. რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.. თუნდაც იმით რომ არავის არ ვუყვარვართ… ზიზღით აღსავსე თვალებით შემოგვხედავენ და ღმერთმა იცის რას ფიქრობენ.. ვგავართ იმით, რომ არავინ არ იცის ჩვენი გულისტკივილის შესახებ.. თუ რას ვგრძნობთ.. რას განვიცდით.. მათ ხომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ.. სულ ფეხზე კიდიათ სხვების მდგომარეობა, განცდა, გრძნობა, გულისტკივილი და კიდევ მრავალი და მრავალი.. რა ნელა, რა საზიზღრად მიიწევს დრო , როგორი აუტანელია.. ისევე როგორც მე ყველასთვის … ასე მგონია მთელი დედამიწის სიმძიმე მაწევს გულზე, თითქოს მინდა ჩემი ფიქრები, განცდა, გულისტკივილი სხვას გავუზიარო, რომ მომეხსნას ამხელა ლოდი და ცოტა შემიმსუბუქდეს ტკივილი.. მაგრამ არავინაა..…და მეც ასე შეშლილივით ჩემთვის ვლაპარაკობ იმ იმედით, რომ სხვები გაიგონებენ და მომისმენენ, მაგრამ ამაოდ..ნაბოდვრად ჩათვლიან ამ ჩემს საუბარს, არც მომისმენენ ისე მომნათლავენ არანორმალურად, შეშლილად..
Comments
Post a Comment