Posts

ძველი თემები

დაცემული ანგელოზი

Image
გძულთ ეშმაკი? რატომ? არასდროს არ გიფიქრიათ ამაზე? რატომ გძულთ ეშმაკი? მიზეზი? რახან დამნაშავე ხალხს სჯის? ის ხომ ანგელოზია, რომელიც ღმერთმა დასაჯა და ჯოჯოხეთის ბატონ-პატრონობა მიუსაჯა? ეშმაკი გვაცდუნებს? ეშმაკი გვიბიძგებს ბოროტი საქმის ჩადენისკენ? არა ეს ასე არაა… ის ბოროტი ის ბილწი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ბრალია, იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენში თითოეულ ჩვენგანში დევს ის სიბოროტე რასაც ვაშავებთ, რასაც ვცოდავთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს სიბოროტე არ ჩავიდინოთ და ვიყოთ კეთილები… მაგრამ ადამიანი ზარმაცია და ეზარება ყველაფერი, თუნდაც კეთილი საქმის კეთება. თუნდაც საკუთარი თავის დადანაშაულება რაიმე კონკრეტულ სამქეში. მას ურჩევნია სხვას მოკითხონ ვიდრე მას. მთავარი პრობლემა ესაა. მთავარი არა ალბათ უფრო უმთავრესი. იყავი კეთილი, არასდროს შეგშურდეს სხივის კეთილდღეობა, დაეხმარე სხვას რითაც შეძლებ, აპატიე, მიუტევე, გიყვარდეს და ეცი პატივი, ეს ასე რთულია? არა!!! ეს ყველაზე ადვილია რაც კი ოდესმე გაგიგია.

გახუმებული ფიქრების ზედაპირზე

Image
სევდიანი ამინდია.. გარეთ წვიმს.. ფანჯარასთან შემოვმჯდარვარ და ჩემს აუტანელ ცხოვრებაზე ვფიქრობ.. სევდიან წარსულზე..წვიმის სუნი, სინესტე, წვიმის ხმა, მარტოობა.. მბურძგლავს.. ღმერთის წინაშე ჩადენილ ცოდვებს ვიხსენებ და ვნანობ, რომ საერთოდ დავიბადე.. ამდენი წელი ყველას ზურგზე ტვირთად ვეწექი და.. რად გამაჩინა მშობელმა დედამ? უნდოდა ყოლოდა  ჭკვიანი, კეთილი და სუფთა სულის მქონე შვილი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად, უკუღმა გამოვიდა.. ყველამ ზურგი მაქცია და..და აი ვზივარ ახლა მარტოდ მარტო სინესტესთან, სიმყრალესთან, წვიმასთან და სევდასთან.. ჩვენ, ხუთივეს რაღაც გვაკავშირებს.. რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.. თუნდაც იმით რომ არავის არ ვუყვარვართ… ზიზღით აღსავსე თვალებით შემოგვხედავენ და ღმერთმა იცის რას ფიქრობენ.. ვგავართ იმით, რომ არავინ არ იცის ჩვენი გულისტკივილის შესახებ.. თუ რას ვგრძნობთ.. რას განვიცდით.. მათ ხომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ.. სულ ფეხზე კიდიათ სხვების მდგომარეობა, განცდა, გრძნობა, გულისტკივილი და კიდევ მრავალი და მრავალი.. რა ნელა, რა საზიზღრად მიიწევს დრო , როგორი აუტანელია.. ის

თარსი (ანა სანებლიძე)

მე ადამიანები მძულს. დედამ მითხრა გძულდესო და მძულს.ადამიანები კარგები არ არიან. ისინი არაფერს აფასებენ. როცა დედას მე და ჩემი სამი და-ძმა გავუჩნდით , წამოვიზარდეთ, ჭამა დავიწყეთ და ბანცალით სიარულიც შევძელით, დედას პატრონმა რაღაც მუყაოს ყუთში ჩაგვსვა და დედასთან ერთად სანაგვე ყუთთან დაგვტოვა. ამის მერე დედამ ჩვენთვის ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, ხან სანაგვეზე ვცხოვრობდით, ხან ბუჩქის ძირას. დედა ყოველთვის ფუმფულა იყო, მაგრამ იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლის და ქუჩა-ქუჩა ბოდიალის, ჩვენთვის საჭმლის მოძიების მცდელობის გამო გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რძე საბოლოოდ გაუშრა და ჩვენი კვება სხვა საჭმლით დაიწყო.დედა ამბობდა რომ გაგვიმართლა. როდესაც დედა ჩვენხელა იყო, ბებიაჩვენის პატრონმა დედა და თავისი და-ძმა პარკში ჩააწყო და ნაგვის ყუთში ჩაყარა. მაშინ მოუკვდა დედას ერთი ძმა, იმ ცელოფანში სუნთქვა ვერ შეძლო და გაიგუდა. ვიღაც მენაგვეს რომ არ გაეთავისუფლებინა, დედა და დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ.„გაგვიმართლა, რომ ისეთი უგულო პატრონ