Posts

Showing posts from November, 2016

დაცემული ანგელოზი

Image
გძულთ ეშმაკი? რატომ? არასდროს არ გიფიქრიათ ამაზე? რატომ გძულთ ეშმაკი? მიზეზი? რახან დამნაშავე ხალხს სჯის? ის ხომ ანგელოზია, რომელიც ღმერთმა დასაჯა და ჯოჯოხეთის ბატონ-პატრონობა მიუსაჯა? ეშმაკი გვაცდუნებს? ეშმაკი გვიბიძგებს ბოროტი საქმის ჩადენისკენ? არა ეს ასე არაა… ის ბოროტი ის ბილწი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ბრალია, იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენში თითოეულ ჩვენგანში დევს ის სიბოროტე რასაც ვაშავებთ, რასაც ვცოდავთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს სიბოროტე არ ჩავიდინოთ და ვიყოთ კეთილები… მაგრამ ადამიანი ზარმაცია და ეზარება ყველაფერი, თუნდაც კეთილი საქმის კეთება. თუნდაც საკუთარი თავის დადანაშაულება რაიმე კონკრეტულ სამქეში. მას ურჩევნია სხვას მოკითხონ ვიდრე მას. მთავარი პრობლემა ესაა. მთავარი არა ალბათ უფრო უმთავრესი. იყავი კეთილი, არასდროს შეგშურდეს სხივის კეთილდღეობა, დაეხმარე სხვას რითაც შეძლებ, აპატიე, მიუტევე, გიყვარდეს და ეცი პატივი, ეს ასე რთულია? არა!!! ეს ყველაზე ადვილია რაც კი ოდესმე გაგიგია.